weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თურქეთში 18 000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:51 კვირა, 08 ივლისი 2018

თურქეთში სახელმწიფო სამსახურებიდან - სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებიდან 18 ათასზე მეტი მოხელე გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გათავისუფლებული მოხელეების სავარაუდო კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.

სპეციალური ბრძანების მიხდვით, ყველაზე მეტ, თითქმის ცხრა ათას ადამიანს უშიშროების მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლებენ, სამსახურის გარეშე რჩებიან სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომლებიც. გათავისუფლებულ მოხელეებს სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უფლება აღარ ექნებათ.

გარდა ამისა, 8 ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება 12 არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე სამი გაზეთი და ერთი ტელეკომპანია.

2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სახელმწიფო დაწესებულებებიდან 160 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აპრილში, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეშვიდედ გაახანგრძლივა. მოსალოდნელია, რომ ეს რეჟიმი მიმდინარე თვეში გაუქმდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]